top of page

ტრენინგ ლაბი - გამზადებთ მომავლისთვის

ჩვენი ჯგუფი ახალგაზრდა, გამოცდილი სპეციალისტებისგან შედგება, რომლებიც გაგიწევენ კონსულტაციას საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. მოწვეულ სპიკერებთან ერთად გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ყველაზე საჭირო ტრენინგებსა და ინგლისური ენის კურსებს

ტრენინგ ლაბის მისია

პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლება გახდეს უფრო ხელმისაწვდომი. ჩვენი მისიაა ვასოცირდებოდეთ, წარმატებისა და გამოცდილების თანამედროვე პლატფორმასთან

ტრენინგ ლაბის მიზანი

მუდმივად დავრჩეთ ისეთ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო კომპანიად, რომელიც გთავაზობთ ხარისხიან, საჭირო და ხელმისაწვდომ განათლებას

ჩვენი გუნდი

სტუდენტები ჩვენ შესახებ

დიდი ხანი ვეძებდი კომპანიას, რომელიც კონსულტაციას გამიწევდა. Training Lab-მა არამარტო კონსულტაცია გამიწია, არამედ სრულად დამეხმარა საბუთების შევსებასა და სხვა ათას წვრილმანზე! თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს ბოსტონში მდებარე UMASS Boston-ის სტუდენტი ვარ და მოვიპოვე შემოთავაზებული დაფინანსების მაქსიმუმი! პირადად მე დამეხმარა ძალიან მეგობრული, დამხმარე და კეთილგანწყობილი თანამშრომელი, რომელმაც მომისმინა ყურადღებით და ჩემი მოთხოვნების შესაბამისად შემომთავაზა უნივერსიტეტების სია, არჩევანის გაკეთების შემდეგ კი დამეხმარა ყველანაირი საბუთის მომზადებასა და გაგზავნაში. ჩვენი ურთიერთობა არ შეწყვეტილა უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, სავიზო საბუთების მომზადებაშიც დამეხმარნენ, ბილეთებზე რომ შემექმნა პრობლემა მაშინაც და როცა უკვე ჩავაბარე და სწავლა დავიწყე, მაშინაც იკითხეს ჩემი ამბავი! მოკლედ, ჩემი ამერიკული ოცნების ახდენაში დამეხმარა Training Lab მთელი გულით! <3 გაწვდიან სრულყოფილ და ნამდვილ ინფორმაციას, ყოველგვარი გაბუქების გარეშე, მოთმინებით პასუხობენ ყველანაირ კითხვას და პროფესიონალურად უდგებიან თავიანთ საქმეს! 

სალომე მაისურაძე

UMASS Boston

Training Lab-ში გავიარე 3თვიანი IELTS-ისთვის მოსამზადებელი კურსი. მთელი კურსის განმავლობაში ვემზდებოდით სპეციფიკური დავალებებისთვის და შედეგად გამოცდაზე 100%-ით მომზადებული ვიყავი.

ძალიან კეთილგანწყობილი და ენერგიული მასწავლებელი (თეო) დამეხმარა მიმეღო სასურველი შეფასება (7.5)

გიორგი ბერიძე

ენის ცენტრის სტუდენტი

Training Lab-ში გავლილი სოციალური მედიის ტრენინგი, დამეხმარა მესწავლა სოციალური ქსელების სწორად მართვა და პრაქტიკაში გამომიყენებინა ჩემი მცირე ბიზნესის მარკეტინგულ საქმიანობაში. 

ტრენინგი დამეხმარა მესწავლა თანამედროვე ციფრულ სამყაროში რეკლამირებისთვის საჭირო ხერხები

ბექა გამცემლიძე

ტრენინგ ცენტრის სტუდენტი

bottom of page